ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა რვა მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

ორშაბათი, 04 მარტი, 2019
ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა რვა მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

123

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქვემო ქართლის რეგიონში,  ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების ჯგუფურად  დამზადება-გამოყენების ფაქტზე რვა მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხის მასალის, მათ შორის შეშის რეალიზაცია, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, საქონლის რეალიზაციის პროცესში არ ახდენდნენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გაწერას.  ნაცვლად ამისა, განსახორციელებელი ოპერაციის შენიღბვის მიზნით, ახდენდნენ საქონლის ვითომდა შიდა გადაზიდვის ზედნადებების გაწერას, ხოლო საქონლის რეალიზაციის შემდეგ, აღნიშნული  ზედნადებების გაუქმებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top