ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე თბილისის მერიის კუთვნილი შპს - ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

შაბათი, 06 სექტემბერი, 2014
ყალბი დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე თბილისის მერიის კუთვნილი შპს - ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

722

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, თბილისის მერიის კუთვნილი ერთ-ერთი შპს-ის ყოფილი თანამშრომელი  დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აყალბებდა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სახელით გაცემულ ე.წ „დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება - ჩაბარების დოკუმენტებს“. ბრალდებული გაყალბებულ საბუთებს თბილისის ტერიტორიაზე ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების მიზნით, მოქალაქეების სახელზე გასცემდა, რა დროსაც, მათგან სხვადასხვა ოდენობის თანხას იღებდა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top