ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2015
ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

564

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქვემო ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელი დააკავა.


გამოძიებამ  დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს,  სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის უკანონოდ გამოყოფის და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ,  ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1200 ლარი. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top