საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ჯ. ხ. და მოქალაქე მ. გ. დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საჯარო მოხელემ, თანამზრახველის დახმარებით, ბოლნისის ტერიტორიაზე, ბენზინგასამართი სადგურის სარეკონსტრუქციო ნებართვის გაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით 2000 ლარი აიღო.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე.