საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა მეწარმე სუბიექტმა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტს შეუსრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოებისთვის თანხის გადმორიცხვის დაჩქარების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქისგან, ქრთამის სახით, 500 ლარი აიღო.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338- ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე.