ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 22 ახალგაზრდა დასაქმდება

ხუთშაბათი, 01 თებერვალი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 22 ახალგაზრდა  დასაქმდება

276

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა დასრულდა.   პროგრამის ექვსთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სერთიფიკატები გადაეცა 28  სტაჟიორს, მათგან წარჩინებული 22  ახალგაზრდა კი, საგამოძიებო სამსახურში დასაქმდება.

,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი უწყებაში პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმებაა. ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია მოხდეს შესაბამისი განათლების მქონე მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა.  მისასალმებელია, რომ ყოველწლიურად იზრდება სტაჟირების გავლის და შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურში დასაქმების მსურველთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს გააზრებული აქვთ ჩვენი სამსახურის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ.

სტაჟირების პროგრამა საგამოძიებო სამსახურისთვის  მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მონაწილეებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამის მიხედვით გაიარეს.

,,საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამა წარმატებული პროექტია. სტაჟიორების სასწავლო კურსი შედგება რამდენიმე მოდულისგან, რომელიც მოიცავს ეკონომიკური დანაშაულის მიმართულებით  კანონმდებლობის და ყველა ძირითადი გაიდლაინის გაცნობას და სწავლებას, რაც დაეხმარება ინსპექტორ-გამომძიებლებს  საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტიანად და კანონის სრული დაცვით განახორციელონ“, - განაცხადა სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოადგილემ, გიორგი რაზმაძემ.

სტაჟირების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს  თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ,  გაეცნენ  სამართალდამცავი უწყების საქმიანობის პრინციპებს,  საგამოძიებო პროცედურებს, რათა შეიძინონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება და უნარ-ჩვევები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არაერთი ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრი შეემატა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების  პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top