ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

პარასკევი, 29 ივნისი, 2018
სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

216

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ  სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, დიდი ოდენობით საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის ფაქტზე, ორი  პირი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში,  ბრალდებულები, მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდნენ ავტომანქანის ძრავის ზეთის მწარმოებელი კომპანია „მობილის“ სასაქონლო ნიშანს და აღნიშნული ბრენდის სახელით, რეალიზაციას უკეთებდნენ  ძრავის დაბალი ხარისხის  იაფფასიან ზეთს.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში დაფასოებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული,  ჯამში 800 ლიტრი ავტომანქანის ძრავის ზეთი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top