ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ფართობების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა

პარასკევი, 09 მარტი, 2018
სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ფართობების  თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა

257

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების  მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი  პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა,  სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს მიღება - ჩაბარების აქტები, რომლებიც  მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერ მფლობელობაში გადაცემას ადასტურებდა.  ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ ქალაქ  თბილისის მიმდებარედ, სოფელ ქვემო ლისის  ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 4 500 მ2 ფართობის  მიწის სამ ნაკვეთს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 334 287 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე  და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top