ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 39 ახალგაზრდა სტაჟირებას გაივლის

ოთხშაბათი, 12 ივლისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 39 ახალგაზრდა სტაჟირებას გაივლის

363

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა ახალი ნაკადი მიიღო.  სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსის შედეგად, რომელშიც 630 ახალგაზრდა მონაწილეობდა, 39 სტაჟიორი შეირჩა. მიმდინარე წლის  17 ივლისიდან  სტაჟიორები ექვსთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან.  

საგამოძიებო სამსახურში ახალი კადრების მოზიდვისა და მათი პროფესიული განვითარების მიზნით, სტაჟიორთა კონკურსი გამოცხადებული იყო  ინსპექტორ - გამომძიებლის და გამომძიებლის პოზიციაზე.  იურიდიული და ეკონომიური განათლების მქონე  ახალგაზრდებმა კონკურსის შესარჩევი სამი ეტაპი გაიარეს, ტესტირება უნარ - ჩვევებში და პროფესიული ტესტირება ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო, გასაუბრება  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან.

შერჩეულ კანდიდატებს, თეორიული სწავლება პირველი სამი თვის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩაუტარდებათ, ხოლო შემდგომი სამ თვე პრაქტიკულ მეცადინეობებს  საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში გაივლიან. სტაჟირების პერიოდში ისინი გაეცნობიან საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურას, მისი საქმიანობის ძირითად ამოცანებს და მუშაობის სპეციფიკაციას, გამოიმუშავებენ შესაბამის პრაქტიკულ უნარ - ჩვევებს და საშუალება ექნებათ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება მიიღონ.  

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სტაჟიორებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.  საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top