ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი იტალიის რესპუბლიკის საელჩოს საბაჟოს, გადასახადების, აქციზების, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთა ატაშეს, იტალიის ფინანსური გვარდიის წარმომადგენელს, კლაუდიო რამპონის და კომერციულ ატაშეს, მასიმო მარიანის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორი ქვეყნის კოლეგა უწყების - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის ფორმატსა და ძირითად მიმართულებებს.
როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ევროპული მიდგომების, საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებაა. უწყება მზად არის გააღრმავოს ურთიერთობები და გაააქტიუროს თანამშრომლობა იტალიის ფინანსურ გვარდიასთან.
შეხვედრაზე იტალიურმა მხარემ მზაობა გამოთქვა დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის და პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები, საგამოძიებო დეპარტამენტის და ადმინისტრაციის უფროსები ესწრებოდნენ.