ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშთი კიარამიანის შეხვდა

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშთი კიარამიანის შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, არგიშთი კიარამიანის შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე სტუმრები სამსახურის სტრუქტურას, მანდატსა და არსებულ გამოწვევებს გაეცნენ. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები გამოცდილების გაზიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით კონკრეტული სამომავლო ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top