ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე დაინიშნა

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე დაინიშნა

380

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით  იგა ზაალიშვილი დაინიშნა.
 

როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ აღნიშნა,  სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე იგა ზაალიშვილის დანიშვნა, მისი კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანად გააძლიერებს სამსახურს.
 

,,ჩვენი გუნდის მიზანი იქნება სამსახურის გაძლიერება და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. გააქტიურდება მუშაობა, როგორც  ფინანსური დანაშაულის პრევენციის, ასევე დანაშაულის გამოვლენა - აღკვეთის მიმართულებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საგამოძიებო სამსახურში  კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები დაინიშნონ “, - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ.
 

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე იგა ზაალიშვილს სახელმწიფო უწყებებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.  2006 – 2008 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს   კადრებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტში;   2008 – 2010 წლებში თბილისის მერიის საქალაქო სტრუქტურებში, 2011 – 2012 წლებში - ენერგეტიკის სამინისტროში. 2012 წლიდან დღემდე საქმიანობდა კერძო სექტორში.
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს დამთავრებული აქვს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო ინსტიტუტი;  პროფესიით   -  უცხო ენათა სპეციალისტი.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top