ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი საჯარო მოხელე პასუხისგებაში მისცა

სამშაბათი, 03 აპრილი, 2018
სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი საჯარო მოხელე პასუხისგებაში მისცა

247

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, არასათანადოდ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობები - არ გაუწიეს სათანადო კონტროლი  და ინსპექტირება შესრულებულ სამუშაოებს. შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა,  გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში,  სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების  მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  3 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top