ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურში Twinning-ის პროექტი წარმატებით დაიხურა

ხუთშაბათი, 26 იანვარი, 2017
საგამოძიებო სამსახურში Twinning-ის პროექტი წარმატებით დაიხურა

435

2017 წლის 26 იანვარს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის, „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ შედეგების შეჯამება მოხდა. პროექტის მიზანი იყო ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციები. პროექტის დახმარებით გაუმჯობესდა საგამოძიებო სამსახურის შიდა პროცესები.

დასკვნით ღონისძიებაზე შეფასდა პროექტის დაწყების თარიღიდან - 2015 წლიდან  მიღებული შედეგები. მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ბადაშვილი, ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ბ-ნი ვინსენტ რეი, ფინეთის ელჩი საქართველოში, ქ-ნი არია მაკონენი, ასევე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები და პროექტში მონაწილე სახელმწიფო უწყებათა უმაღლესი წარმომადგენლები.

პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც საგამოძიებო სამსახური საქართველოში ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ორგანოა. ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახური ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფისა და საგადასახადო და ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულების შესახებ საკანონმდებლო და საგამოძიებო კუთხით რეკომენდაციების შემუშავების გზით. 

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2015 წლის მაისში და გრძელდება 2017 წლის თებერვლამდე. ევროკავშირის მიერ 1 230 000 ევროთი დაფინანსებული პროექტი წარმოადგენს საქართველოს საჯარო სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს. საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სამსახურების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.  

 
1-ლი შედეგი: საგამოძიებო სამსახურისათვის შემუშავებულია სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტები და საკანონმდებლო სტრუქტურაში შესატანი ცვლილებების რეკომენდაციები.
მე-2 შედეგი: საგამოძიებო სამსახურის ადამიანური რესურსების სამმართველოსათვის შემუშავებულია ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვის ახალი მეთოდები.
მე-3 შედეგი: ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად დანერგილია ახალი წესები და პროცედურები საგადასახადო თაღლითობისა და გადასახადებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების კუთხით.
მე-4 შედეგი: საგამოძიებო სამსახურში შემუშავდა  რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის სისტემის წესები და პროცედურები.
მე-5 შედეგი: ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით გაუმჯობესდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის საგამოძიებო მოქმედებები და მეთოდები.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top