საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტული აქტივობის პოპულარიზაციის მიზნით, სამსახურის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მინი-ფეხბურთში საშემოდგომო ჩემპიონატი გაიმართა.
საფეხბურთო მინი-ჩემპიონატში ცხრა გუნდმა იასპარეზა. ფინალურ შეხვედრაში კახეთის სამმართველოსა და ეკონომიკური დეპარტამენტის გაერთიანებული გუნდი
სპეციალური დანიშნულების რაზმის გუნდს შეხვდა. მატჩი კახეთის სამმართველოსა და ეკონომიკური დეპარტამენტის გაერთიანებული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფეხბურთის მინი-ჩემპიონატის წლევანდელ გამარჯვებულს, კახეთის სამმართველოსა და ეკონომიკური დეპარტამენტის გაერთიანებულ გუნდს თასი და ჯილდოები საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, ხოლო, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ჯილდოები უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და წახალისების მიზნით, ყოველწლიური საფეხბურთო მინი-ჩემპიონატი საგამოძიებო უწყებაში მომავალშიც გაიმართება.