ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურში გაიმართა ყოველწლიური შიდაუწყებრივი ტურნირი მინიფეხბურთში

პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2023
საგამოძიებო სამსახურში გაიმართა ყოველწლიური შიდაუწყებრივი ტურნირი მინიფეხბურთში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაიმართა ყოველწლიური შიდაუწყებრივი ტურნირი მინიფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა.

2023 წლის ტურნირის შედეგად გამარჯვებულის თასი ამჯერად კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოების გაერთიანებულ გუნდს ერგო.

საგამოძიებო სამსახურის ტურნირი მინიფეხბურთში მიზნად ისახავს როგორც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე სამსახურის ცენტრალური და რეგიონული ქვედანაყოფების თანამშრომელთა შორის გუნდური და ეფექტიანი შიდაკომუნიკაციის წახალისებას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top