ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ორშაბათი, 07 ოქტომბერი, 2024
საგამოძიებო სამსახურში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს უწყების საქმიანობის სპეციფიკასა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და შემდგომი პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით,  მხარეები შესაბამისი აქტივობების ძირითად მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top