ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის რეალიზების ორი ფაქტი გამოავლინა

პარასკევი, 20 ივლისი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული  საქონლის რეალიზების ორი ფაქტი გამოავლინა

207

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი  ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა,  რომ ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, მობილური ტელეფონებით და მისი აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე სუბიექტი  ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების ნიშანდებას NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით  ახდენდა და მის რეალიზაციას ბრენდირებული ტექნიკის სახით  ახორციელებდა.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ჯამში ამოღებულია NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top