ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2020
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს კომპანიის ხელმძღვანელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის კომპანიასაც არ გააჩნდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაწესებული, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბა აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, სამუშაოების შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შემდგომ წარუდგინა სატენდერო კომისიას.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top