საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, მის სამოქმედო არეალში, არსებულ სატყეო უბანზე, უკანონოდ უნდა მოეჭრა დიდი ოდენობით ხის სამასალე მორები და ქრთამის სანაცვლოდ, თავადვე გამოეტანა და გადაეცა ერთ-ერთი მოქალაქისთვის.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.