ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების, კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სამშაბათი, 19 დეკემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების, კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

289

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი სსიპ-ის შტატგარეშე ვეტერინარი და ერთ-ერთ რეგიონში მოქმედი მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი მოლაპარაკებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით მიღებული თანხის სანაცვლოდ,  ყალბი მოწმობები დაამზადეს. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც ადასტურებდა, რომ თითქოსდა სასაკლაოს ტერიტორიაზე  დაიკლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფიქტიურად გაიცა ასევე ყალბი ვეტერინარული მოწმობები  საქონლის შემოწმების თაობაზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე, 341-ე, 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top