ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა

სამშაბათი, 15 იანვარი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა

140

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის რეგიონში,  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, ტყით სარგებლობის სპეციალური ნებართვის გარეშე მოახდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო ამოძირკვა. აღნიშნული ქმედების შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა     56 993 ლარი შეადგინა. გამოძიების პროცესში,  ბრალდებულის მიერ აღნიშნული თანხის ოდენობა სრულად იქნა  გადახდილი  სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top