საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ახდენდნენ მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას, რითაც თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. ბრალდებულები დაკავებულ იქნენ დიდი ოდენობით კონიაკი ,,Hennessy X.O”-ს რეალიზაციისას, რაც საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე.