საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული სარგებლობდა რა თავის სამსახურებრივი მდგომარეობით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სისტემატურად შემოჰქონდა დიდი ოდეობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების სომხური წარმოების ალკოჰოლური სასმელები და კანონის გვერდის ავლით, ახორციელებდა მის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.
ფატქზე გამოძიება გრძელდება მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 2-დან 4 წლამდე ვადით.