ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა

ოთხშაბათი, 12 სექტემბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა  კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა

190

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით.

2018 წლის აგვისტოსა და სექტემბრის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა, აღნიშნული სახის დანაშაულში მხილებული  21 პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში  განაცხადის შევსებისას სამუშაო ადგილისა და ანაზღაურების შესახებ ყალბ მონაცემებს უთითებდნენ, ხოლო რიგ შემთხვევებში   ყალბ სახელფასო ცნობებს წარადგენდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top