საგამოძიებო სამსახურმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურმა ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ინდ. მეწარმე მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ფაქტობრივად მის მფლობელობაში არსებული საწარმოების მეშვეობით, ქ. თბილისის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, გამგეობისთვის წარდგენილ აქტებში (ფორმა N2) შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება და მოტყუებით დაეუფლა ქ. თბილისის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 380 776 ლარს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.