საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე თ. ჩ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დაკისრებულ, 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას საქალაქო სასამართლოს გააუქმებინებდა. თ. ჩ-მ თითქოს და მოსამართლის თანაშემწისთვის გადასაცემად, მოქალაქეს 700 აშშ დოლარი გამოართვა.
გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.