ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ელექტრონული მოწყობილობის - ე.წ. „სიმ ბოქსის“ უკანონოდ ფუნქციონირების ოთხი ფაქტი გამოავლინა

სამშაბათი, 19 სექტემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ელექტრონული მოწყობილობის - ე.წ. „სიმ ბოქსის“ უკანონოდ ფუნქციონირების ოთხი ფაქტი გამოავლინა

330

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის სხვადასხვა უბანში, გამოავლინეს  ოთხი ობიექტი, სადაც  განთავსებული იყო ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ. „სიმ ბოქსი,“ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, რომლითაც უკანონოდ ხდებოდა საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარად გარდაქმნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის წევრებიც  უცხოეთის მოქალაქეები არიან, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს.


საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  185-ე და 192-ე მუხლებით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top