ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკები ამოიღო

პარასკევი, 17 მარტი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკები ამოიღო

415

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება -  გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამზადეს 1 500 000 ერთეული თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების  750 000 ლარად რეალიზაციის დროს.  ყალბი აქციზური მარკების გამოყენებისა და რეალიზაციაში ჩაშვების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა 2 550 000 ლარის ოდენობის ზიანი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის "ა" პუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. 
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top