ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სხვადასხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სტაჟირების პროგრამას აცნობენ

პარასკევი, 12 ოქტომბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები  სხვადასხვა უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულებს სტაჟირების პროგრამას აცნობენ

170

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებსა და მაგისტრატურის სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს. საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის და  დაგეგმილი სტაჟირების პროგრამის გაცნობის მიზნით მორიგი შეხვედრა გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.

შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დეტალურად ისაუბრა უწყების საქმიანობის, პრიორიტეტების და ამოცანების შესახებ. ვაჟა ფანოზიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია უწყებაში პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმება.

„საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო სამსახური მუდმივად  ვითარდებოდეს და ძლიერდებოდეს. ამას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უწყებაში ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების მოზიდვა და დასაქმება. სტაჟირების პროგრამა სწორედ ამ მიზანს  ემსახურება. 2018 წელს, სტაჟირების პროგრამა პირველად იქნება ანაზღაურებადი, რაც დამატებითი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის“, - აღნიშნა ვაჟა ფანოზიშვილმა.

როგორც შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა, ყოველწლიურად იზრდება უწყებაში სტაჟირების გავლის და შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურში დასაქმების მსურველთა რიცხვი, რაც  ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს გააზრებული აქვთ საგამოძიებო  სამსახურის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. 

გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლებრივი ფაკულტეტის დეკანმა, შენგელ ფიცხელაურმა  საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამაში არაერთი სტუდენტი ჩაერთვება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ  უნივერსიტეტის  სტუდენტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.

შეხვედრის ბოლოს, გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლებრივი ფაკულტეტის დეკანმა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს სასწავლო ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა  დაათვალიერებინა.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top