ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადება

შაბათი, 12 ივნისი, 2021
საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადება

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მსურს გამოვეხმაურო გუშინ, 11 ივნისს პარლამენტის სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ, განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციას ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

მინდა აღვნიშნო, როგორც სახელმწიფო უწყების, ასევე პიროვნული დისკრედიტაციის მიზნით, ლ. ხაბეიშვილის მიერ ტელეეთერების მეშვეობით არაერთხელ გავრცელდა ანალოგიური განზრახ დამახინჯებული „ფაქტები“.

მაშინ, როდესაც, პატივცემულ დეპუტატს არასდროს გამოუხატავს სურვილი ეხელმძღვანელა ჩემი (თანამდებობის პირის სათანადო წესით გამოქვეყნებული) დეკლარაციით, როგორც შემოსავლების, ასევე უძრავი ქონების შესახებ და გადაემოწმებინა ინფორმაციის ნამდვილობა. 

მოვუწოდებ ბატონ ხაბეიშვილს, თუკი მას ნამდვილად აინტერესებს ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თუ შემოსავალი, იხელმძღვანელოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, სადაც დეტალურად მაქვს მითითებული ინფორმაცია თუ როდის და რა წყაროებით შევიძინე აღნიშნული ქონება. ასევე, ძალიან მარტივი გადასამოწმებელია, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი მიწის ნაკვეთის 50%-ზე დამაგრებული ერთი საცხოვრებელი სახლი და აუზი უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაა, რაც ასევე ნათლად ჩანს საჯარო რეესტრის არსებულ მონაცემებში.

გუშინდელ გამოსვლაში ხაბეიშვილმა სცადა ჩრდილი მიეყენებინა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ეფექტიანობასა და კეთილსინდისიერებისთვის. ჩვენი უწყების მუშაობის ხარისხს ყველაზე ნათლად წარმოაჩენს გამოვლენილი დანაშაულებრივი ფაქტების რაოდენობა. ამ უწყებას ვხელმძღვანელობ 2018 წლიდან და ამავე პერიოდიდან გააქტიურდა დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის ფაქტების გამოვლენა და გამოძიება, რომელთა დიდი ნაწილი გადაგზავნილია სასამართლოში. ამ ინფორმაციის მოძიებაც არ გაუჭირდებოდა ბატონ დეპუტატს, მისი ამოცანა ფაქტების დადგენა და რეალობის დანახვა რომ ყოფილიყო. და ბოლოს, ლ. ხაბეიშვილს მინდა შევახსენო, რომ პარლამეტის წევრის სტატუსი გულისხმობს მეტ პასუხისმგებლობას და კეთილსინდისიერებას მთელი მოსახლეობის თუ არა, პირადად მისი ამომრჩევლების მიმართ მაინც.

სოსო რამიშვილი - საგამოძიებო სამსახურის უფროსი

                                                                                                                                                                                   
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top