ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჩატარდა სისხლის უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ რომელში მონაწილეობა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო რამიშვილმა თანამშრომლებთან ერთად მიიღო.
„საგამოძიებო სამსახური პერმანენტულად მონაწილეობს მსგავსი ტიპის აქციებში, რომელიც სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ თანამშრომლებს საშუალება აქვთ დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ერთჯერადად, ერთი დონორის მიერ გაღებულმა სისხლმა, შესაძლოა, სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს,“, - აღნიშნა სოსო რამიშვილმა.