ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

ორშაბათი, 15 ნოემბერი, 2021
საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

მიმდინარე წლის 08-12 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიიციის ატაშეს, გიორგი მეზვრიშვილის ხელშეწყობით, წარიმართა საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი, ვახტანგ ფარესიშვილი და ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ნაციონალური პოლიციის კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის (KOM), ხაზინის და ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო საბჭოს (MASAK) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შორის.

საგამოძიებო სამსახურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნისა და ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის კოლეგა უწყებასთან თანამშრომლობა. შესაბამისად, ზემოხსენებული შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა კონკრეტული აქტუალური საკითხები და განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები სამომავლოდ მჭიდრო პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის შეფასებით, ეს ვიზიტი ნამდვილად გახდება უწყებებს შორის სასარგებლო პროფესიული თანამშრომლობის დასაწყისი, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას მათი ტრანსნაციონალური ბუნებიდან გამომდინარე.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top