ერთ-ერთი კომპანიის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების ამ ეტაპზე გამოვლენილი იქნა ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება გამოყენების ფაქტები. გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულების ორგანიზებით განხორციელდა კომპანიაში არსებული 52 ტონა აღურიცხავი საწვავის, ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ბაზებიდან სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე ფიქტიურად გაწერა.
გამოძიების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ამ ეტაპზე დაკავებულ იქნენ შპს-ის ორი თანამშრომელი.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ასევე საბუღალტრო რევიზია ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების დადგენის მიზნით.