ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

შაბათი, 10 ნოემბერი, 2018
საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა  ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

159

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების  - საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პროდუქციის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის  ,,ყაზბეგის’’ გავლით,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე სცადა რუსეთის მიმართულებით მალულად გადაეტანა  დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 195 ერთეული სხვადასხვა დასახლების სუნამო, რომლის საბაჟო ღირებულება 17 559 ლარს შეადგენს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top