საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო კონტროლისაგან ფარულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გადმოკვეთისას, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპორტულ ფეხსაცმელში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ღირებულების ოქროს ნაკეთობები.
ბრალდებული განუბაჟებელ ნივთებთან ერთად საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აიყვანეს, ხოლო ამოღებული ოქროს ნაკეთობების ღირებულების დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე.