ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ონლაინ-შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის წარმომადგენელთან

ოთხშაბათი, 18 მაისი, 2022
ონლაინ-შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის წარმომადგენელთან

შედგა ონლაინ-შეხვედრა  იტალიის ფინანსური გვარდიის მეკავშირე ოფიცერთან (ეკონომიკური და ფინანსური პოლიციის ატაშე), ბრიგადის გენერალ - მაურიციო მუსკარასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხები თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე“ 2019 წლის 9 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე. 

მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, გაააქტიურონ საკუთარი ძალისხმევა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ორგანიზების, ექსპერტების დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების დაგეგმვისა და ოპერატიული საქმიანობის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის/გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების კუთხით.

საგამოძიებო სამსახური და ფინანსური გვარდია კვლავაც გააგრძელებენ რელევანტური ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, უახლოეს მომავალში ერთობლივი ღონისძიებების სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top