საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე შპს-ს დამფუძნებლები, მოქალაქეები გ. ბ. და ზ. ბ. დააკავა.
ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისათვის დაწესებული 5 დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დაარეგისტრირეს 4 სხვადასხვა კომპანია და საქართველოში შემოიტანეს 573 121 ლარის ღირებულების ნავთობის მასალა ბიტუმი, ასევე საკვები პროდუქტი ქიშმიში და ფინიკი.
პროდუქციის განბაჟების შემდეგ ბრალდებულებმა თავი აარიდეს იმპორტის გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 136 566 ლარის ზიანი.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.