ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

თაღლითობის ფაქტზე შპს-ებ-ის დირექტორი დააკავეს

სამშაბათი, 18 ნოემბერი, 2014
თაღლითობის ფაქტზე შპს-ებ-ის დირექტორი დააკავეს

688

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს-ებ-ის დირექტორი ე. ა. დააკავა.

გამოძებით დადგენილია, რომ ე. ა. აღნიშნული კომპანიებით მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებში ასრულებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებს, გამგეობის და ამხანაგობების თანადაფინანსებით. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისას, ე. ა. შესრულებული სამუშაოს აქტებში მუშა-მოსამსახურე პერსონალზე გაცემული ხელფასის და გახარჯული მასალების გაზრდილი მონაცემების შეტანის გზით, მოტყუებით დაეუფლა ნაძლადევის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილ 135 973 ლარს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top