ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

თაღლითობის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

ხუთშაბათი, 09 ოქტომბერი, 2014
თაღლითობის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

701

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარნეულის რაიონ სოფელ იმირში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ადვოკატი ჯ. მ. დააკავა. 

ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დაკავებული იქნა ჯ. გ. და ზ. გ, ხოლო ორი მოქალაქე, შ. ა. და რ. გ. ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აღნიშულ პირთა ჯგუფი წინასწარი შეთანხმებით, თაღლითური გზით დაეუფლა ქალაქ მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთებს. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top