ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანს შემოსავლების სამსახურის სპეციალური პროგრამის - ,,გასს" (გადასახადების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემა) შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება წარმოადგენდა.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ყველა იმ სერვისს და პროგრამული მოდულების ბაზისურად დამუშავების პრინციპებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა მოიცავს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გაიღრმავეს ცოდნა ელექტრონული საშუალებებით სპეციფიური ინფორმაციის სწრაფი მოძიების და ელექტრონულად მოპოვებული ინფორმაციის ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მოპოვებული ელექტრონული ინფორმაციის კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენების საკითხებზეც იმსჯელეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, თანამშრომელთა საჭიროებების გათვალისწინებით, ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით მუდმივად ტარდება.