საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის დამფუძნებელი ჯ. ხ. და მოქალაქეები მ. მ. და ზ. მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თითქოსდა მათ მოქალაქეს გაუწიეს 127 000 ლარის ღირებულების სატრანსპორტო მომსახურება, ამის სანაცვლოდ მათ 37 000 ლარი აიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.