ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის ორგანიზებით საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სპეციალიზებული ონლაინ-ტრენინგების ციკლი გაიმართა

პარასკევი, 07 ივნისი, 2024
გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის ორგანიზებით საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სპეციალიზებული ონლაინ-ტრენინგების ციკლი გაიმართა

გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის (CCEC) ორგანიზებით გაიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებული ონლაინ-ტრენინგების საწყისი ციკლი. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები წარმოადგენს პირველ ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც პორტსმუტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება მიმდინარე წლის თებერვალში მხარეთა შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.

ონლაინ-ტრენინგები ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა და შესაბამისმა თანამშრომლებმა პრაქტიკული უნარები გაიღრმავეს შემდეგი მიმართულებით: გლობალური თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დაყადაღებული აქტივების მართვა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ძირითადი ასპექტები. 

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო სამსახურის 43 თანამშრომელმა. ხოლო სწავლების პროცესს უძღვებოდნენ პორტსმუტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის (CCEC) ასოცირებული პროფესორი - დოქტორი ბრანისლავ ჰოკი, ამავე ცენტრის უფროსი ლექტორი - დოქტორი დევიდ შეფერდი და ასევე, პორტსმუტის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სკოლის საპატიო ლექტორი - იგორის კრჟეჩკოვსკისი.

მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების და სპეციალიზებული პროექტების განხორციელების მიზნით, კონკრეტული ერთობლივი აქტივობები შესაბამის სფეროებში უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება. ტრენინგში მონაწილე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დადებითად იქნა შეფასებული განხილული თემატიკა და ტრენინგის შესაბამისობა მათ პროფესიულ მოთხოვნებთან. გამოითქვა მზაობა, რათა პორტსმუტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაგეგმილ ანალოგიურ სასწავლო აქტივობებში კვლავ ჩაერთონ უწყების შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლები.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top