ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ბათუმში კორუფციის, ეკონომიკური და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სერთაშორისო სემინარი გაიხსნა

სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2014
ბათუმში კორუფციის, ეკონომიკური და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სერთაშორისო სემინარი გაიხსნა

678

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში,“ საერთაშორისო სემინარი გაიხსნა, რომელიც კორუფციის, ეკონომიკური და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ეხება. 

შეხვედრაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ექსპერტები.

 სემინარი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახსნა, მონაწილეებს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი მიესალმა.

 შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგადასახადო და საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კორუფციის პრევენციისთვის იურიდიული და ინსტიტუციური ზომების დანერგვის, ანტიკორუფციული ორგანოების პოტენციალის გაზრდის და განვითარების საკითხებზე. ასევე, სხვა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

სემინარი საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით და დონორი ორგანიზაციების, გაეროს ნარკომანიისა და კრიმინალის სამსახურის (UNODC), ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინიციატივების კოორდინატორის სამსახურის, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ანტიკორუფციული ქსელის (CAN) მხარდაჭერით ტარდება. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top