ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი საგამოძიებო სამსახურში

სამშაბათი, 24 მაისი, 2022
აშშ-ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი საგამოძიებო სამსახურში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამუშაო ვიზიტით აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალურ საქმეთა გამოძიების ოფისისა და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებსა და ამერიკელ კოლეგებს შორის. სტუმრები დეტალურად გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უწყების მიერ გამოვლენილი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სტატისტიკას. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, გაგრძელდეს თანამშრომლობა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის მიზნით. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ყალბი ფულადი ერთეულების გამორჩევის ტექნიკის საკითხებში ტრენინგი გამართეს. მათ გამომძიებლებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და დეტალურად განიხილეს ყალბი ფულის ბანკნოტების ტექნიკური მახასიათებლები. 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები და ტრენინგები ხელს შეუწყობს საქართველოს აშშ-თან, როგორც მის სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.  
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top