ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორის ვიზიტი საგამოძიებო სამსახურში

სამშაბათი, 23 მაისი, 2023
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორის ვიზიტი საგამოძიებო სამსახურში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორს, ქალბატონ სარა რუპერტს უმასპინძლა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საგამოძიებო სამსახურისა და INL-ის მრავალწლიანი წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც სამსახურის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, აიმაღლონ კვალიფიკაცია ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, გაიზიარონ ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე საგამოძიებო სამსახურის სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე. 

მხარეებმა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები, განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საგამოძიებო სამსახურის წინაშე არსებული პროფესიული თუ ტექნიკური საჭიროებები, გამოხატეს მზაობა ურთიერთთანამშრომლობის სფეროს გაფართოვებისა და მიმდინარე გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადალახვის თაობაზე. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

Back To Top