საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტზე, მოქალაქე მ. ბ. დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, სისტემატურად ახდენდა ცნობილი ქართული ალკოჰოლური ბრენდების, „სარაჯიშვილის“, “დავითის“ და „ასკანელის“ ფალსიფიკაციას, ხოლო შემდეგ, დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე ახორციელებდა.
გარდა ამისა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებული იქნა პოლიეთილენის ბოთლები, რომლებშიც მოთავსებული იყო ყავისფერი სითხე და დატანილი იყო ქართული ბრენდების, „ბახმაროსა“ და ნატახტარის“ ეტიკეტები.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.