საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქვემო ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს, სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის უკანონოდ გამოყოფის და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1200 ლარი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.