ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შაბათი, 30 აგვისტო, 2014
ქრთამის აღების ფაქტზე  ერთი პირი დააკავეს

724

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთერთი ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ კ. რ-მ ქალაქის ცენტრალურ პარკში განთავსებული ნაყინის სარეალიზაციო პუნქტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ინდ-მეწარმეს დაუწესა ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც სისტემატურად ართმევდა ქრთამის სახით.  

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top