ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

პარასკევი, 23 თებერვალი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

264

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის’’ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ერთ - ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები, მობილური ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია  ჯამში 21 კგ-ზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება  191 381 ლარს შეადგენს.  ასევე ამოღებულია ჯამში 10 144 ლარის ღირებულების ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top